პრინციპულად მიუღებელია, როდესაც კონკრეტული დიპლომატები საქართველოში პოლარიზაციას ახალისებენ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, დიპლომატებმა "უნდა მიხედონ საკუთარ ქვეყანაში იმ პოლარიზაციას, რომელიც ღვივდება ყოველდღიურად".
"თავის დროზე ჯგუფმა "ჯიუტები" ჰქვიათ თუ "ჭუტები" თუ რაღაცა, მოაწყო პროვოკაცია პარლამენტის შენობის წინ და მათ ეჭირათ ბილწსიტყვაობის შემცველი ბანერები და მას კონკრეტულმა დიპლომატმა უწოდა გამოხატვის თავისუფლება. კონკრეტულმა დიპლომატმა წაახალისა ზიზღის ენა და ბილწისტყვაობა და წაახალისა პოლარიზაცია. ეს აღიქვეს როგორც მწვანე შუქი კონკრეტულმა ადამიანებმა, ამ ე.წ. ჭუტებმა, "ჯიუტებმა" ბოდიში და მოაწყეს მორიგი პროვოკაციები ამ დღეების განმავლობაში. პრინციპულად მიუღებელია, როდესაც კონკრეტული დიპლომატები საქართველოში ახალისებენ პოლარიზაციას, მათ უნდა მიხედონ საკუთარ ქვეყანაში იმ პოლარიზაციას, რომელიც ღვივდება ყოველდღიურად",- თქვა კობახიძემ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press