Foto

კობახიძე - მელია უთავმოყვარეო კაცია

ნიკა მელია უთავმოყვარეო კაცია - წააგო ლევან ხაბეიშვილთან, წარმოიდგინეთ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგს კლების ტენდენცია აქვს, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარის შეფასებით, "ძალიან კარგია".

"ნიკა მელია უთავმოყვარეო კაცია - წააგო ლევან ხაბეიშვილთან, წარმოიდგინეთ. კი, გასაგებია, რომ დავით კეზერაშვილი იყო ამის უკან, მაგრამ ხაბეიშვილთან რომ წააგებ არჩევნებს და იმ პარტიაში დარჩები, ეს მეტყველებს უბრალოდ უთავმოყვარეობაზე.

საბოლოო ჯამში, ეს ძალიან კარგია, როდესაც არის ეს კინკლაობა მელიასა და ხაბეიშვილს შორის, ეს კიდევ უფრო მეტად დაასუსტებს "ნაცმოძრაობას". 20%-ს ქვევით არის ჩამოსული მათი რეიტინგი.  ამ კინკლაობის შედეგიც არის რეიტინგის ვარდნა",- თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.