Foto

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ბერლინი ნატოს გენერალური მდივნის პოზიციაზე სტოლტენბერგის ვადის გახანგრძლივებას მიემხრობა

ატოში შეთანხმება თუ ვერ შედგება, მაშინ ბერლინი ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგის ვადის გახანგრძლივების მომხრე იქნება, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო ვერ დარჩება გენერალური მდივნის გარეშე და ცხადია, გერმანია სტოლტენბერგის ვადის გახანგრძლივებას დაუჭერს მხარს.

ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილება სექტემბერში ეწურება. 

ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე 2014 წელს დაინიშნა, მას შემდეგ მისი ვადა სამჯერ გახანგრძლივდა.