უნგრეთის ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილება რუსეთიდან იმპორტის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია, - ამის შესახებ სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
როგორც სიიარტომ აღნიშნა, მას აქვს მოლოდინი, რომ მომავალი ზამთარი რუსული ენერგორესისტების მიწოდების შეზღუდვის გათვალისწინებით უფრო რთული იქნება.
„იმისთვის, რომ ევროპაში ენერგომიწოდების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, ჩვენ სიფრთხილით უნდა მოვემზადოთ მომავალი ზამთრისთვის და მზადება რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ. რატომ? იმიტომ, რომ მომავალი ზამთრისთვის მზადება იქნება უფრო რთული და გამოწვევებით სავსე, ვიდრე წინა ზამთრისთვის მზადება იყო. რადგან გასულ წელს სექტემბრამდე ევროპაში ხდებოდა რუსული გაზის მნიშვნელოვანი რაოდენობით მიწოდება. ახლა, მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი ფაქტობრივად ნულზეა, ჩვენი ქვეყნის გარდა. ამასთან ერთად, ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რომ ეს ზამთარი ასეთივე მსუბუქი იქნება, როგორც გასულ წელს“, - განაცხადა სიიარტომ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press