უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიის პარლამენტს მოუწოდა, დაუშვას იარაღის რეექსპორტი უკრაინაში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი გენოციდის ომს აწარმოებს, ხოლო უკრაინა ქვეყნის და მსოფლიოს ინტერესებს იცავს.
ზელენსკიმ ასევე მოუწოდა შვეიცარიას, უფრო მკაფიო კურსი ჰქონდეს იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით და შეუერთდეს ევროპელ პარტნიორებს ამ საკითხში.
„ვიცი, რომ შვეიცარიაში განიხილება უკრაინის დასაცავად სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტის საკითხი. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება იარაღი, რათა მშვიდობა აღვადგინოთ უკრაინაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press