უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნა გამორიცხულია, - ამის შესახებ ევროკავშირის სამხედრო შემადგენლობის გენერალურმა დირექტორმა, ვიცე-ადმირალმა ერვე ბლეჟანმა განაცხადა.
როგორც ბლეჟანმა აღნიშნა, უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნა ნიშნავს, რომ ომის მომხრე ხარ, მაგრამ ამასთან ერთად დასძინა, რომ ევროკავშირი უკრაინის დახმარებას იქამდე გააგრძელებს, სანამ ამის საჭიროება იქნება.
„უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნა გამორიცხულია. უკრაინაში ჯარების გაგზავნა ნიშნავს იყო ომის მხარე, ეს არის ომი რუსეთთან. მაგრამ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა ბლეჟანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press