Foto

ესპანეთი უკრაინას „ლეოპარდის“ ტიპის 4 ტანკს გადასცემს

ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანმანქანასა და 4 "ლეოპარდის" ტიპის ტანკს გადასცემს,- ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა "რამშტაინის" ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

დიპლომატის თქმით, ჯავშანმანქანები პოლონეთში 19 ივნისს ჩავა, იქიდან კი, აღჭურვილობა უკრაინაში გაიგზავნება.

მარგარიტა რობლესმა ასევე განაცხადა, რომ ესპანეთი უკრაინას 2 საველე ჰოსპიტალსაც გადასცემს. 

საავადმყოფოს 12 კონტეინერი უზრუნველყოფს ბრიგადის საჭიროებებს ქირურგიული, სტაბილიზაციისა და სხვა სამედიცინო ღონისძიებებისთვის. უკრაინელი სამხედროები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან საავადმყოფოს მუშაობაზე, საჭირო მომზადებას ესპანეთში გაივლიან.