სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა უკრაინაში ჩავიდა. რამაფოსას კიევში, რკინიგზის სადგურზე უკრაინის სპეციალური წარმომადგენელი აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, მაქსიმ სუბხი და უკრაინაში სამხრეთ აფრიკის ელჩი დახვდნენ.
როგორც პრეზიდენტის ოფისის განცხადებაშია ნათქვამი, რამაფოსა საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას სამშვიდობო მისიის ფარგლებში ეწვია.
"პრეზიდენტი რამაფოსა ბოლო კვირებში ესაუბრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინს, BRICS-ის ქვეყნების ლიდერებსა და გაეროს გენერალურ მდივანს უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი პროცესის ხელშეწყობის მცდელობებთან დაკავშირებით, სამხრეთ აფრიკის, როგორც არამოკავშირე სახელმწიფოს პოზიციის შესაბამისად",- აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press