დანია თავის ავიაბაზაზე უკრაინელ პილოტებს F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მართვაში მოამზადებს. უცხოური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს ლუნდ პულსენმა ბრიუსელში, ნატო-ს ქვეყნების მინისტერიალზე ისაუბრა.
პულსენი აცხადებს, რომ პილოტების მომზადების გეგმა დანიამ ნიდერლანდებთან ერთად შეიმუშავა.
„ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ ეს თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო ძალებისთვის პოტენციურად საბრძოლო თვითმფრინავებად იქცეს. ჩემი შეფასებით, მომზადებას, სულ მცირე, 6 თვე დასჭირდება“,- ამბობს პულსენი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press