უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ფლორიდის გუბერნატორს, რონ დესანტისს, რომლებიც აშშ-ს მიერ კიევისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.
ზელენსკიმ ისინი უკრაინაში მიიწვია და აღნიშნა, რომ უკრაინის დამარცხება მოსკოვთან უფრო ფართო კონფლიქტს ნიშნავს.
"რომელიმე კანდიდატი ან სენატორი, ვინც ფიქრობს, რომ ძვირი ჯდება უკრაინისთვის აშშ-ს მხარდაჭერა, მზადაა ომში წასასვლელად? მზად არიან სიკვდილისთვის? რადგან მათ ამის გაკეთება მოუწევთ, თუ NATO ჩაერთვება ომში და თუ უკრაინა დამარცხდება.
თუ რუსეთი უკრაინის ოკუპაციას მოახდენს, რუსეთი გააგრძელებს ამას ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთსა და ა.შ. ისინი ომს დაიწყებენ NATO-ს რომელიმე წევრ ქვეყანასთან და ამ სიტუაციაში აშშ-ს მოუწევს, არჩევანი NATO-ს დაშლასა და ომში წასვლას შორის გააკეთოს",- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press