ბატონო მინისტრო, ეთანხმებით თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა არის რუსეთის ომის მიზეზი? - კი თუ არა? - ამ შეკითხვით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მიმართა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო უწყების ხელმძღვანელს "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ, ბოკუჩავამ თქვა, რომ აღნიშნული კითხვა "ცხად" პასუხს საჭიროებს.
"ჩემი კითხვა თქვენთან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრთან, მდგომარეობს შემდეგში - ეთანხმებით თუ არა თქვენი მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს - კი თუ არა?
ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას და თქვენგან ვითხოვ ასევე ძალიან მარტივ და ცხად პასუხს. ეთანხმებით თუ არა ღარიბაშვილს, რომ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა არის რუსეთის ომის მიზეზი? კი თუ არა?“- მიმართა ბოკუჩავამ დარჩიაშვილს.
ბოკუჩავას კითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ასე უპასუხა:
"მაგაზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა გიპასუხეთ, ქალბატონო თინა, უკვე, რომ კი“.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა წარმოადგენს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press