უკრაინის დახმარების ახალ პაკეტის ფარგლებში, შვედეთის მთავრობამ 60-მდე სამხედროს ნება დართო უკრაინის მახლობლად ტექნიკური ცენტრები შექმნან. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრაპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ცენტრები შეაკეთებენ იმ სამხედრო ტექნიკას, რომელიც შვედეთმა უკრაინას გადასცა.
სხვა საკითხებთან ერთად, შვედეთმა უკრაინას 50 CV-90 საბრძოლო მანქანა, Leopard ტიპის ტანკები, Archer და Robot 70 ტიპის საარტილერიო სამაგრები გადასცა.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ის სამხედრო აღჭურვილობა, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვაწვდით, გამოყენებული იყოს და ასევე მიღწეული იყოს ოპერატიული შედეგი“, - განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press