დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა, ქრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა სოხუმის აეროპორტში აქტივობების გაგრძელების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური გამოცემა Apsnypress ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დოკუმენტს ხელი სანქტ პეტერბურგის XXVI საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მოეწერა.
ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ საინვესტიციო პროექტს აეროპორტის საქმიანობის აღდგენისა და შემდეგი ოპერირებისთვის "რუსული იურიდიული პირი" განახორციელებს.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press