თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება კრემლისთვის დარტყმა, რუსეთის სახეში სილის გაწნა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
როგორც გრეგოროვამ აღნიშნა, "რუსეთს სჭირდება სახეში სილის გაწნა" და გაგება, რომ არც საქართველო, არც უკრაინა, არც მოლდოვა, არც სომხეთი, არც დნესტრისპირეთი მათ არ ეკუთვნით.
"თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება კრემლისთვის დარტყმა, რუსეთის სახეში სილის გაწნა. ეს კარგია. რუსეთს სჭირდება სახეში სილის გაწნა და გაგება, რომ არც საქართველო, არც უკრაინა, არც მოლდოვა, არც სომხეთი, არც დნესტრისპირეთი მათ არ ეკუთვნით. სამხედრო თვალსაზრისით რას გააკეთებენ, შეიძლება კითხვა დავსვათ. მაგრამ სანქციები არის მიზნობრივი, რომ აღარ გააჩნდეთ სამხედრო ძალა. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ ჯარები ჰყავთ და რაღაცის მოქმედებას ცდილობენ, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვეღარ შეძლებენ, უნარი აღარ ექნებათ მეტის გაკეთების, რადგან მეტი რესურსი არ ექნებათ. ჩვენი ჩართვა ევროატლანტიკურ და ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში, როგორიც ნატოა, ეს არის გადამწყვეტი, რომ მათ ვეღარაფერი გააკეთონ დამატებით", - განაცხადა გრეგოროვამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press