საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს ბრაიან კემპს, ჯორჯიის შტატის პირველ ლედის და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა.
როგორც ბრაიან კემპმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის გულთბილმა მიღებამ და საქმისადმი ერთგულებამ ის კვლავ მიახვედრა, რომ ქვეყანასა და შტატს სახელის გარდა კიდევ ბევრი რამ აქვს საერთო.
"დღეს მე და მარტის გვქონდა პატივი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გვესაუბრა თავისუფლების, უწყვეტი პარტნიორობისა და ჩვენს მიერ ნაკისრი საერთო ვალდებულებების შესახებ. მისი გუნდის გულთბილმა მიღებამ და საქმისადმი ერთგულებამ კვლავ მიგვახვედრა, რომ ქვეყანასა და შტატს სახელის გარდა კიდევ ბევრი რამ აქვს საერთო", - წერს ჯორჯიის შტატის გუბერნატორი.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press