თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლა და "ოცნების" პოლიტიკის გაპროტესტება სურდათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
როგორც ერთ-ერთი სტუდენტი ამბობს, როდესაც ბანერის გაშლა სურდათ 20-მდე კაცი გამოვიდა აუდიტორიიდან წაართვეს ბანერი, დაუწყეს რტყმა და პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე კიბიდან დააგორეს.
როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, თავდამსხმელები ირაკლი კობახიძის მიერ იყვნენ ორგანიზებული.
"აუდიტორიაში როცა შევედით, რათა გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი, ჯერ ვიღაც მოძველბიჭო ელემენტები იდგნენ იქ და საქმეებს გვირჩევდნენ, შემდეგ გამოვიდნენ აუდიტორიიდან, აღარ მოერიდნენ არაფერს, პლაკატები წაგვართვეს, სადღაც 20-მდე კაცი გამოვიდა აუდიტორიიდან და დაგვიწყეს რტყმა, კიბეებიდან დაგვაგორეს, ამ დროს დაცვა იქ არ არის, არავინ იქ არაა, შემდეგ მოვიდა დაცვა, რომ გვცემეს და შემდეგ გამოგვათრიეს იქიდან. ეს ის ხალხია, რომლებიც სტუდენტები არ არიან, არიან კობახიძის სპეციალურად მოყვანილი ხალხი", - ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press