"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ბანაკში მობილიზებული ჯგუფის თავდასხმებს გამოეხმაურა.
როგორც ხოშტარია აღნიშნავს, "გირჩი - მეტი თავისუფლებაზე" თავდასხმა ყველას ეხება, აქედან გამომდინრე ის მოუწოდებს საზოგადოებას, ვისაც შეუძლია ბორჯომში ჩასვლა ჩავიდეს და დაუდგნენ ბავშვებს გვერდით, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან.
"გირჩი - მეტი თავისუფლებაზე თავდასხმა ყველას გვეხება. პოლიციის ძახილი აბსურდია. ვისაც შეგვიძლია ჩავიდეთ ბორჯომში და გვერდში დავუდგეთ ბავშვებს. არავინ არ დატოვებს მათ მარტო", - წერს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, გორის სმარტთან "გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან თვალის არეში დაზიანება მიიღო.
ამის შემდეგ "გირჩი-მეტი თავისუფლების" პარტიამ გაავრცელა ვიდეო კადრები სადაც ჩანს, რომ ბორჯომში, იმ სასტუმროში სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა, რომლებიც შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და აგრესიით გამოირჩევიან.
როგორც პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ისინი იმუქრებიან და აცხადებენ, რომ თუ საღამომდე არ დატოვებენ ადგილს უარესს დამართებენ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press