"გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოსო მაისურაძეს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ გორში ზურაბ ჯაფარიძეს პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის სცემა.
ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დადონ ვიდეო, სადაც გამოჩნდება ვინ იცემა.
"ქართული ოცნება - იცემა თქვენი რუსი დედა, თქვე ფარჩაკებო.
ვიდეო გექნებათ, დადეთ, ერთად ვნახოთ ვინ იცემა", - წერს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, გორის სმარტთან "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან თვალის არეში დაზიანება მიიღო.
ამის შემდეგ "გირჩი-მეტი თავისუფლებას" პარტიამ გაავრცელა ვიდეო კადრები სადაც ჩანს, რომ ბორჯომში, იმ სასტუმროში სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა, რომლებიც შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და აგრესიით გამოირჩევიან.
როგორც პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ისინი იმუქრებიან და აცხადებენ, რომ თუ საღამომდე არ დატოვებენ ადგილს უარესს დამართებენ.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press