მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლისა და "ქართული ოცნების" პოლიტიკის გაპროტესტების გამო თავს დაესხნენ, დაშავდა სტუდენტი, ლუკა შველიძე, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
ლუკა შველიძე, რომელიც ნაცემ მდგომარეობაში პალატაში იმყოფებოდა, მოულოდნელად მას პალატაში უცხო კაცი თავს დაესხა, რომელსაც თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.
"სამოქალაქო ფორმით იყვნენ მოსულები, გარბიან. წამოდგომა მომიწია, გამოვეკიდე და ვუყურებ, რომ იარაღი აქვს. არ იძახის ვისი თანამშრომელია, საავადმყოფოში იარაღიანი პირი შემოუშვეს ისე, რომ უკანა გასასვლელიც იცოდა, ჩვეულებრივი შესასვლელიდან არ შემოსულა ეს. იარაღიანი პიროვნებები გამომიგზავნეს აქ და რომ არ გამოვსულიყავი და არ შემეჩერებინა, პოლიცია ვერ გადაიყვანდა. რატომ არის ახლა დაკავებული, თუ პოლიციელი იყო რატომ იყო სამოქალაქო ფორმაში და რატომ იყო ნასვამი?", - ამბობს ლუკა შველიძე.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press