75 არასამთავრობო ორგანიზაცია დღევანდელ თავდასხმებს, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "გირჩი - მეტი თავისუფლების" საკითხს ეხება ერთიანი განცხადებით ეხმაურებიან.
როგორც არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა აშკარად წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია, რომელიც არა მხოლოდ კანონს არღვევს, არამედ შეუთავსებელია ქართული საზოგადოების ღირებულებებთან.
„2023 წლის 17 ივნისს, ბორჯომში, საბავშვო ბანაკის მონაწილეებსა და ჩვეულებრივ დამსვენებლებს რამდენიმე ათეული მოძალადე თავს დაესხა. „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „Institute For Individual Liberty“-ის მიერ გამართულ ბანაკს მოძალადეებმა ესროლეს ქვები, წითელი საღებავები, აგინეს და ხელი შეუშალეს მუშაობაში. ერთ-ერთმა მოძალადემ სასტუმროში მყოფ ახალგაზრდებსა და არასრულწლოვნებს გენიტალიებიც უჩვენა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, თვითმხილველების ცნობით, ძალადობას, სულ მცირე 40 წუთი, რეაგირების გარეშე ტოვებდა.
ასევე, დღეს თავს დაესხნენ “გირჩი - მეტი თავისუფლების” თავმჯდომარეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომელიც ბორჯომში, ამავე ბანაკში, ლექციის ჩასატარებლად მიემართებოდა.
ასევე, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკურად გაუსწორდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, სალექციო აუდიტორიის გარეთ მშვიდობიანად, ბანერებით მდგომ სტუდენტებს, რომლებიც პარტიის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ.
დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა აშკარად წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია. ეს დანაშაულებრივი ქმედებები ეწინააღმდეგება ქართულ ღირებულებებს - შემწყნარებლობას და მშვიდობიანობას. ახალგაზრდებზე, ბავშვებზე თავდასხმა არა მხოლოდ კანონს არღვევს, არამედ შეუთავსებელია ქართული საზოგადოების ღირებულებებთან. ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის დევნა არის რუსეთის, პუტინის რეჟიმის, ხელწერა; სწორედ ოკუპანტი სახელმწიფო უსწორდება ოპონენტებს და ძალადობრივად ახშობს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას.
არასრულწლოვნებზე თავდასხმა არის სამარცხვინო საქციელი, რომელსაც მხოლოდ სუსტი და შეშინებული ადამიანები მიმართავენ, რაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტრადიციებთან. მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ აღკვეთონ სიძულვილის დანაშაულები და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები.“ - წერია ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, გორის სმარტთან "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან თვალის არეში დაზიანება მიიღო.
ამის შემდეგ "გირჩი-მეტი თავისუფლებას" პარტიამ გაავრცელა ვიდეო კადრები სადაც ჩანს, რომ ბორჯომში, იმ სასტუმროში სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა, რომლებიც შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და აგრესიით გამოირჩევიან.
როგორც პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ისინი იმუქრებიან და აცხადებენ, რომ თუ საღამომდე არ დატოვებენ ადგილს უარესს დამართებენ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press