ევროკავშირმა პირობა დადო, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესს დააჩქარებს , - ამის შესახებ ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში, ტიერი ბრეტონმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ წარმოებული ომი არის მაღალი ინტენსივობის, რომელშიც უკრაინელები გადამწყვეტ როლს ასრულებენ, აქედან გამომდინარე, როგორც ბრეტონი აღნიშნავს, უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერა არ იქნება დამოკიდებული უკრაინის შეიარაღებული ძალების უშუალო წარმატებებზე.
"ჩვენ ვაპირებთ გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის. ეს არის მაღალი ინტენსივობის ომი, რომელშიც ისინი გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ომი კიდევ ერთ თვეს გაგრძელდება და შესაძლოა უფრო მეტსაც", - განაცხადა ბრეტონმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press