ჩვენ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აღმოვაჩინეთ ახმაჯის ბაზის მიმდებარედ ოკუპანტების მიერ დანაღმული ტერიტორიები, რომლებიც უახლოვდება ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიას, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ განაცხადა.
როგორც ქაცარავა აღნიშნავს, ოკუპანტები აქტიურობენ და "დიდი ალბათობით ემზადებიან ახალი ტერიტორიების მისატაცებლად".
"ჩვენ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აღმოვაჩინეთ ახმაჯის ბაზის მიმდებარედ ოკუპანტების მიერ დანაღმული ტერიტორიები, რომლებიც უახლოვდება ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიას.ოკუპანტები აქტიურობენ, არ ჩერდებიან და დიდი ალბათობით ემზადებიან ახალი ტერიტორიების მისატაცებლად. აშკარად მომატებულია გატაცებების რაოდენობა და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ქართული ოცნება აშკარა კოლაბორაციაშია საქართველოს მთავარ მტერთან რუსეთთან. მოთმენის პოლიტიკა სინამდვილეში კვლავ სრული ფიასკოა", - განაცხადა დავით ქაცარავამ.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press