აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პეკინში ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნულმა შეხვედრამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს სი ძინპინისა და ჯო ბაიდენის სამიტს.
სი ძინპინის თქმით, მხარეებმა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებითაც მიაღწიეს შეთანხმებას.
„მხარეებმა მიაღწიეს პროგრესს და შეთანხმდნენ ზოგიერთ კონკრეტულ საკითხზეც. ეს ძალიან კარგია. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემასა და გულწრფელობას. ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტით, ბატონო სახელმწიფო მდივანო, თქვენ უფრო პოზიტიურ წვლილს შეიტანთ აშშ-ჩინეთის ურთიერთობების სტაბილიზაციაში“, - განაცხადა სი ძინპინმა.
Reuters-ის ცნობითვე, ლიდერებს შორის მოლაპარაკებები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ორდღიანი ვიზიტის დასრულებისას შედგა. ამასთან, ეს ანტონი ბლინკენისა და სი ძინპინის პირველი შეხვედრაა 2018 წლის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პეკინში გუშინ 18 ივნისს, ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ბლინკენმა უკვე გამართა შეხვედრა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ცინ განგთან.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press