უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებიით, საუბარი საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის თავდაცვის საჭიროებებს შეეხებოდა.
"განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის საჭიროებები და შემდგომი თანამშრომლობა ბრძოლის ველზე უკრაინის შესაძლებლობების გასაფართოებლად, კერძოდ შორი მოქმედების იარაღის საშუალებით.
ჩვენ ასევე განვიხილეთ ნაბიჯები PeaceFormula-ს დანერგვისა და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მომზადებისთვის.
ხაზი გავუსვი რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას, რადგან რუსეთი აძლიერებს რაკეტების წარმოებას დასავლური კომპონენტების გამოყენებით",- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press