მას შემდეგ, რაც ფინეთი ნატოში მიიღეს, მზად ვართ, ფინეთის გზას დავადგეთ. ასევე, მზად ვართ, "ფინეთიზაციისთვის", - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
რუსლან სტეფანჩუკს იმედი აქვს, რომ უკრაინა ნატოს 33-ე წევრი გახდება მას შემდეგ, რაც შვედეთი ალიანსს შეუერთდება.
"ძალიან დიდი ხანია, ვსაუბრობთ უკრაინის "ფინეთიზაციაზე". მას შემდეგ, რაც ფინეთი ნატოში მიიღეს, მზად ვართ, ფინეთის გზას დავადგეთ. ასევე, მზად ვართ, "ფინეთიზაციისთვის".
24 თებერვლის შემდეგ, ფინეთი NATO-ს 31-ე ქვეყანა გახდა. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში, შვედეთი 32-ე ქვეყანა გახდება. ჩვენ გვინდა, NATO-ს 33-ე წევრი გავხდეთ და გვსურს, ეს გზა ისე გავიაროთ, როგორც ფინეთმა და შვედეთმა გაიარეს", - განაცხადა სტეფანჩუკმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press