ვილნიუსის სამიტზე და სამიტისთვის მზადების პროცესში ჩვენ არ განვიხილავთ ოფიციალური მოწვევის გაცემას, განვიხილავთ, როგორ წავწიოთ უკრაინა ნატოსთან უფრო ახლოს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, უკრაინისთვის ნატოს კარი ღიაა, თუმცა როდის გახდება ქვეყანა ალიანსის წევრი, მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ.
„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ჩვენ დავამტკიცეთ ეს ფინეთისა და შვედეთის მოწვევით. ჩვენ ასევე ვეთანხმებით იმას, რაც განვაცხადეთ 2008 წელს, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. ჩვენ ასევე ვთანხმდებით, რომ ეს არ არის რუსეთისთვის, არამედ ეს უკრაინისთვისაა და ნატო-ს მოკავშირეები გადაწყვეტენ, როდის იქნება უკრაინის მოწვევისთვის შესაფერისი დრო. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ნატო-ს გადაწყვეტილებებზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press