Foto

თომას ჰაკერი - ძალიან ვწუხვარ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ნიკა გვარამიას საჩივართან დაკავშირებით

ძალიან ვწუხვარ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ნიკა გვარამიას საჩივართან დაკავშირებით, - ამის შესახებ გერმანელმა დეპუტატმა, თომას ჰაკერმა განაცხადა.

როგორც ჰაკერი აღნიშნავს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია და მის დაკავებას გამართლება არ აქვს.

"ძალიან ვწუხვარ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ნიკა გვარამიას საჩივართან დაკავშირებით. ის პოლიტიკური პატიმარია და მის დაკავებას გამართლება არ აქვს. თავისუფლება ნიკას!", - წერს თომას ჰაკერი.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. 

კერძოდ, 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი.