ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარა "რეალურია".
მანამდე ბაიდენმა ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსება დაგმო და მას "აბსოლუტურად უპასუხისმგებლო საქციელი" უწოდა.
„დაახლოებით, ორი წლის წინ ვამბობდი, რომ ვნერვიულობ მდინარე კოლორადოს დაშრობაზე, ყველა ისე მიყურებდა, თითქოს გიჟი ვიყავი. ისინი ახლაც ასე მიყურებენ, როცა ვამბობ, რომ ვნერვიულობ, რადგან პუტინმა, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს, ეს რეალურია“,- ამბობს ბაიდენი.
ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გასულ კვირას რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღების შესახებ განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, ის სამჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე 1945 წელს აშშ-ის მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოგდებული ატომური ბომბი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press