წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები "ტიტანიკის" ფრაგმენტების სანახავად მიჰყავდა, ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შემთხვევა 18 ივნისს, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მოხდა.
აშშ-ის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ბორტზე ერთი ლოცმანი და ოთხი მგზავრი იმყოფებოდა და რომ ნავს წყალქვეშ 96 საათის განმავლობაში ყოფნა შეეძლო.
სანაპირო დაცვის ცნობით, წყალქვეშა ნავმა, სახელწოდებით, "ტიტანი" დამხმარე გემის - Polar Prince-ის ეკიპაჟთან კონტაქტი ჩაშვებიდან 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ დაკარგა, თუმცა გაურკვეველი იყო, ის ისევ წყალქვეშ იმყოფებოდა, თუ ზედაპირზე და ვერ ახერხებდა კონტაქტზე გასვლას.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს აშშ და კანადა გემებითა და თვითმფრინავებით ახორციელებენ.
”ეს არის შორეული ტერიტორია და გამოწვევაა ამ შორეულ მხარეში ჩხრეკის ჩატარება”,- განაცხადა აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა, ჯონ მაუგერმა.
ბრიტანული სამგზავრო გემი "ტიტანიკი" 1912 წელს, პირველი მოგზაურობისას, აისბერგთან შეჯახების შემდეგ ჩაიძირა. კატასტროფას 1 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press