თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა "მთავარ არხს" განუცხადა, ლექციიდან გამოსულს ახალგაზრდა კაცმა შეურაცხყოფა მიაყენა და კვერცხები ესროლა.
ბერძენიშვილის თქმით, შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა.
"თავდამსხმელს არ ვიცნობ. მე გამოვედი ლექციიდან, ვაპირებდი წასვლას მეორე ლექციაზე სხვა უნივერსიტეტი. ახალგაზრდა კაცი იყო, დაიწყო გამოსვლა - მოღალატე, ერეკლე, რა თქმა უნდა, მერე დედის გინება. მე არ ვჩერდებოდი, მაგრამ მოქალაქე მეუბნება, რომ უნდა გავჩერდე, უნდა მოვუსმინო ერეკლეს მცველს. უნდა გითხრათ, რომ ლექსიკის მიხედვით და ა.შ. ძალიან მოუმზადებელი კადრი იყო. მერე კვერცხიც აღმოაჩნდა ჯიბეში, ისიც ისროლა, ამაცილა. მე რა შემიძლია ვუთხრა აღშფოთებულ მოქალაქეებს - ივარჯიშეთ, კვერცხი სროლაც საქმეა, მაგასაც ოსტატობა სჭირდება",- ამბობს ბერძენიშვილი.
მისივე თქმით, მომხდარის გამო სამართალდამცავი უწყებისთვის არ მიუმართავს.
"ეს არ დამთავრდება იმიტომ, რომ ხელისუფლებას მიცემული აქვს ბრძანება, რომ ყოველდღე რაღაც უნდა მოხდეს. იყო ზურა "გირჩი", ახლა იყო ლევან ბერძენიშვილი, მერე სხვა და ჩვენ რომელიღაც ირაკლი კობახიძე გვეტყვის, რომ ეს არის აღშფოთებული მოქალაქე... ეს მოქალაქე იყო ბიძინა ივანიშვილის კრებითი სახე. სხვათა შორის, მეტყველებდა, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ბიძინა, ამანაც ლაპარაკი არ იცოდა, დედის გინება იცოდა კარგად... არ მიმართავს პოლიციისთვის და არც მივმართავ იმიტომ, რომ მე არ ვთვლი, რომ ეს პოლიცია ჩემს მხარეს იქნება. პოლიციის მოგზავნილია ეს ხალხი და ხელისუფლების",- თქვა ლევან ბერძენიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press