თუ სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, გამოდის, რომ ეთანხმება გვარამიას შეფასებას მის მიმართ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კობახიძე იმედოვნებს, რომ წითელი ხაზები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს აქვს, არ გადაიკვეთება.
"გახსოვთ, თავის დროზე როგორ მოიხსენიებდა ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს, როცა ის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. ერთი სიტყვა შემიძლია გავიხსენო, მეორეს უბრალოდ არ გავიხსენებ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. მას უწოდებდა რეზიდენტს. თუ სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, გამოდის, რომ ეთანხმება გვარამიას შეფასებას მის მიმართ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება. როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარკვეული წითელი ხაზები აქვს, რაც ძალიან კარგია და იმედია, რომ ეს წითელი ხაზები არ გადაიკვეთება",- ამბობს კობახიძე.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press