Foto

დანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

დანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 2,95 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი Twitter-ზე წერს.

რეზნიკოვის თქმით, დახმარების პაკეტი 2023 წლიდან 2028 წლამდეა გათვლილი.

"კარგი სიახლე კოპენჰაგენიდან. დანიამ 2,95 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი, კიდევ ერთი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც 2023 წლიდან 2028 წლამდეა გათვლილი. მადლობა ჩემს ძვირფას მეგობრებს და დანიელ ხალხს",- წერს რეზნიკოვი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე 16 ივნისს, დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს ლუნდ პულსენმა განაცხადა, რომ დანია უკრაინელ პილოტებს F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მართვაში მოამზადებს.