ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ განხორციელებული რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ მოხსენებას 22 ივნისს წარადგენს.
ანგარიშის წარდგენა ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე მოხდება.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადი გასულ წელს შეიტანეს. ევროსაბჭომ უკრაინასა და მოლდოვას სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი არა.
აღნიშნულის შემდეგ, ევროკომისიამ საქართველოს 12 რეკომენდაციის შესრულება დაავალა, რომელთა შესრულებაზეც ოფიციალური განცხადება ოქტობერში გაკეთდება. მიმდინარე წლის დეკემბერში კი, გაირკვევა მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press