შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი! რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ,- ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
გვარამიას თქმით, ჯერ საკუთარი სიმართლის, შემდეგ კი სხვების დანაშაულის დამტკიცებას აპირებს.
"შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი! რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ. ჯერ - ჩემს სიმართლეს, შემდეგ - სხვების დანაშაულს!",- წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 19 ივნისს, უზენაესმა სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.
მანამდე, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press