მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ რუსეთში ბირთვული იარაღის არსებობს ან არარსებობა არ არის ცვლადი, რომელიც გავლენას ახდენს ამ ომის საერთო განტოლებაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, ბირთვულმა საფრთხე არ უნდა იმოქმედოს უკრაინელების გადაწყვეტილებაზე, რომ დაიცვან საკუთარი ტერიტორიები და ასევე არ უნდა იმოქმედოს მოკავშირეებზე, რომ უკრაინას მხარი დაუჭირონ.
"მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ რუსეთში ბირთვული იარაღის არსებობს ან არარსებობა არ არის ცვლადი, რომელიც გავლენას ახდენს ამ ომის საერთო განტოლებაზე. ბირთვულმა საფრთხემ არანაირად არ უნდა იმოქმედოს უკრაინელების გადაწყვეტილებაზე, დაიცვან საკუთარი თავი ან ჩვენი მოკავშირეების გადაწყვეტილებაზე, მხარი დაგვიჭირონ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბირთვული იარაღის არსებობა უნდა გახდეს სტიმული კაპიტულაციისთვის, დაფიქრდით: რა სიგნალს უგზავნის ეს დანარჩენ მსოფლიოს? "საერთაშორისო სამართალი არ მუშაობს, არავინ დაგიცავს, მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდენი?"
ამის ნაცვლად, პუტინი ყოველ ჯერზე მკაფიო სიგნალს უნდა იღებდეს მსოფლიოს ყველა კუთხიდან: როგორც კი რუსული ხელი პანდორას ყუთს მიწვდება, დაუყოვნებლივ მოიჭრება", - განაცხადა პოდოლიაკმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press