„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დღეს ლევან ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ბერძენიშვილს სოლიდარობას გამოუცხადა.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, მმართველი პარტია რუსულ-ბელორუსულ რეჟიმის სტილზეა გადასული, აქედან გამომდინარე განათლებულ და მოაზროვნე ადამიანებზე ტოტალურ ტერორს ახდენენ.
„რუსული ოცნება“ - ქართველი პუტინისტები გადასულები არიან რუსულ-ბელორუსული რეჟიმების სტილში განათლებული, მოაზროვნე ადამიანების ტოტალურ ტერორზე. სიბნელე, სიმახინჯე ვერ გაიმარჯვებს“, - წერს ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დღეს, 20 ივნისს დაესხნენ. ბერძენიშვილის განცხადებით, ლექციიდან გამოსულს ახალგაზრდა კაცმა შეურაცხყოფა მიაყენა და კვერცხები ესროლა. მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press