ორშაბათს , 19 ივნისს გია აბესაძის ქუჩაზე სამი არასრულწლოვანი ახალგაზრდა თავს დაესხა მოხუც ტაილანდელ კაცს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია და ამსახველი ფოტო მასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაზარალებული მამაკაცი ტაილანდური მასაჟისა და რესტორნის მფლობელია.
"ორშაბათს , 19 ივნისს გია აბესაძის ქუჩაზე სამი არასრულწლივანი ახალგაზრდა თავს დაესხა მოხუც ტაილანდელ კაცს და ფიზიკურად გაუსწორდნენ , კაცი იყო ტაილანდური მასაჟის და რესტორნის მფლობელი , ყველანაირი კონფლიქტის გარეშე დაელაპარაკნენ თუმცა ერთ ერთმა არასრულწლოვანმა ტაილანდელ მამაკაცს დაარტყა რის შედეგადაც დავარდა და სისხლი სდიოდა ცხვირიდან ,პირიდან და ნიკაპიდან , დაკარგა გონება და ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება და ისიც კი არ ვიცით გადარჩება თუ არა , გვჭირდება სოციალური მედია რათა შევძლოთ ამ მოზარდების ჯგუფის იდენტიფიკაცია რათა სხვაც არჩააგდონ იგივე მდგონარეობაში", - წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press