საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვას გამოეხმაურა.
როგორც ლომჯარია აღნიშნავს, მაღაროელებს ღირსეული შრომის ანაზღაურება, უსაფრთხო სამუშაო გარემო და კარგი სადაზღვევო პირობები უნდა ჰქონდეთ.
"მაღაროელებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული შრომის ანაზღაურება, უსაფრთხო სამუშაო გარემო და კარგი სადაზღვევო პირობები! და საერთოდ, ჭიათურა ერთ-ერთი უმდიდრესი რაიონი უნდა იყოს და სიღარიბეში არ უნდა ცხოვრობდეს!", - წერს ნინო ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს, ჭიათურაში 3 000-ზე მეტი მაღაროელი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა, ხოლო 13 ივნისს, მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო.
მაღაროელების მოთხოვნებია :
15 ივნისს გაფიცულ მაღაროელებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შეხვდა. როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, აქციის მონაწილეები მზად იყვნენ დათმობისთვის, თუმცა იმავეს ითხოვდნენ მეორე მხარისგან.
16 ივნისს, ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, 18 ივნისს კი, კიდევ ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა.
გუშინ, 19 ივნისს მაღაროში დასაქმებულთა ნაწილმა ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლა და პარლამენტის წინ კარვები გაშალა.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press