უკრაინას ნატოში გაწევრიანების საკუთარი გზა ექნება,- ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა.
როგორც სინგმა ბრიფინგზე აღნიშნა, ახლა აშშ ორიენტირებულია იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რაც მას სჭირდება ბრძოლის ველზე.
”ამჟამად ჩვენი ძალისხმევა ორიენტირებულია უსაფრთხოების პაკეტებზე, რომლებსაც ვაწვდით ყოველ კვირას. ასევე, ორიენტირებულები ვართ იმაზე, თუ რა შეგვიძლია მივაწოდოთ უკრაინას ბრძოლის ველზე, რაც მათ დაუყოვნებლივ სჭირდებათ”,- თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press