ჩვენ ყველგან ვართ, სადაც უსაფრთხოების რისკები არსებობს. ქორწილი იქნება თუ გასვენება, ყველგან ვართ,- ასე უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სუს-ი იცავს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე სტუმრებს.
"ჩვენ ყველგან ვართ, სადაც უსაფრთხოების რისკები არსებობს. ქორწილი იქნება თუ გასვენება, ყველგან ვართ. ადამიანებს, ვისაც დარღვეული არ აქვთ საქართველოს კანონი "ოკუპაციის შესახებ", არ წარმოადგენენ უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული რისკის შემცველ პიროვნებებს, ასევე, ტურიზმის განვითარებაში პოტენციურად შეაქვთ დიდი წილი, ჩვენ მივესალმებით მშვიდობიან სტუმრებს. ჩვენ ვიცავთ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე სტუმრებს და ყველას”, - აღნიშნა ლილუაშვილმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press