ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი იქნება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინამ რეფორმების შესრულება შთამბეჭდავი სისწრაფით დააჩქარა.
"ევროკავშირს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, მიზეზი მარტივია. უკრაინელები გვეუბნებიან, რომ როდესაც საკუთარ მომავალს წარმოიდგენენ, ხედავენ, ქალაქების თავზე როგორ ფრიალებს ევროპული დროშები. ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა იქნება ჩვენი კავშირის ნაწილი. უკრაინამ დააჩქარა რეფორმების დღის წესრიგი შთამბეჭდავი სისწრაფით. ამ რეფორმებით უკრაინა კერძო ინვესტორებს უგზავნის მკაფიო სიგნალს. გვინდა, რომ დახმარების პროცესში კერძო სექტორი ჩაერთოს, რადგან თქვენი გამოცდილება და ფინანსური ძალაა, რაც უკრაინელებს ოცნების ასრულებაში დაეხმარება", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press