რასაც რუსეთი ხელში ვერ იგდებს, მას ანადგურებს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.
როგორც სუნაკმა აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად იქამდე განაგრძობს უკრაინის დახმარებას სანამ საბოლოო გამარჯვება არ მიიღწევა.
"როგორც ბახმუტსა და მარიუპოლში ვნახეთ, რასაც რუსეთი ხელში ვერ იგდებს, მას ანადგურებს. იგივე სურთ გაუკეთონ უკრაინის ეკონომიკას. ჩვენ მოკავშირეებთან ერთად გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვის, მისი კონტრშეტევის მხარდაჭერას და ვიდგებით უკრაინასთან ერთად, ვიდრე ამ ომში არ გაიმარჯვებს. ვამაყობ, რომ დღეს ვაცხადებთ უკრაინის ეკონომიკის მრავალწლიან მხარდაჭერას. მომდევნი სამი წლის განმავლობაში წარმოვადგენთ 3 მილიარდი დოლარის ოდენობის საკრედიტო გარანტიას", - განაცხადა სუნაკმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press