ხვალიდან ჭიათურელი მოშიმშილეების დედებიც შეუერთდებიან შვილების პროტესტს და ისინიც დაიწყებენ შიმშილობას. ამის შესახებ ერთ-ერთმა მაღაროელმა საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მაღაროელების მთავარი მოთხოვნები უცვლელია :
როგორც მაღაროელები აცხადებენ მათი შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, სანამ სამართლიანი მოთხოვნები არ შესრულდება.
"ყველამ კარგად იცოდეს, ვიწყებთ შიმშილობას და ეს შიმშილობა იქნება უვადო, ვიდრე ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები არ იქნება მიღწეული", - განაცხადეს მაღაროელებმა.
ამასთან ერთად ჭიათურაში მოშიმშილე ერთ-ერთი მაღაროელი დღეს შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, 35 წლის გიორგი მარუაშვილს ზოგადი სისუსტე და თავბრუსხვევა აქვს.
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს, ჭიათურაში 3 000-ზე მეტი მაღაროელი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა, ხოლო 13 ივნისს, მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო.
15 ივნისს გაფიცულ მაღაროელებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შეხვდა. როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, აქციის მონაწილეები მზად იყვნენ დათმობისთვის, თუმცა იმავეს ითხოვდნენ მეორე მხარისგან.
16 ივნისს, ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, 18 ივნისს კი, კიდევ ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა.
19 ივნისს მაღაროში დასაქმებულთა ნაწილმა ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლა და პარლამენტის წინ კარვები გაშალა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press