უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს.
მისივე თქმით, ან ორივე მხარე შეწყვეტს ომს, ან ერთი მხარე წააგებს და მეორე მოიგებს, სხვა ვარიანტი კი პრაქტიკულად არ არსებობს და აღნიშნავს, რომ მშვიდობა მხოლოდ რუსეთის სტრატეგიული დამარცხებით არის შესაძლებელი.
"როგორც დაზვერვის ხელმძღვანელი, პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არ მოხდება. რუსეთის ფედერაციასთან ჩემი მტრობის მიუხედავად, ვფიქრობ, იქაურ ხელმძღვანელობაში ამდენი იდიოტი არ არის.
მშვიდობა შეუძლებელია რუსეთის სტრატეგიული დამარცხებისა და ძალაუფლების რეფორმირების გარეშე. ან ორივე მხარე შეწყვეტს ომს, ან ერთი მხარე წააგებს და მეორე მოიგებს. სხვა ვარიანტი არ არსებობს", - განაცხადა ბუდანოვმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press