ჩვენ არ შეგვიძლია იგივე ურთიერთობა გვქონდეს ქვეყანასთან, რომელიც მეზობლის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებს და საერთაშორისო წესრიგს ემუქრება, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, სანამ რუსული საზოგადოება არ შეიცვლება, რუსეთი ევროპისთვის საფრთხის შემქმნელი იქნება.
"ჩვენ არ შეგვიძლია იგივე ურთიერთობა გვქონდეს ქვეყანასთან, რომელიც მეზობლის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებს და საერთაშორისო წესრიგს ემუქრება. სანამ რუსული საზოგადოება არ შეიცვლება, რუსეთი ევროპისთვის საფრთხის შემქმნელი იქნება.
ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირეთ რუსეთის დიპლომატიური ყოფნა რუსეთში. ჩვენ გაყინული გვაქვს რუსული აქტივები - დაახლოებით 10 მილიარდი კრონი (დაახლოებით 460 მილიონი დოლარი). ჩვენ შევამცირეთ და გავაგრძელებთ რუსეთზე ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებას", - განაცხადა იან ლიპავსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press