"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერობით ვერც ივანიშვილის რეჟიმს დავამარცხებთ და ვერც ქვეყანას ამოვიყვანთ ამ ჭაობიდან, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არის გუნდი, რომელსაც "არ გააჩნია ფასეულობები და პრინციპები", აქედან გამომდინარე ბოკერია საზოგადოებას მოუწოდებს მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც საკუთარი სიტყვისა და პრინციპების ერთგულნი არიან.
„ყველა მოქალაქემ, რომელიც ვარდების რევოულიციის იდეალების გამო ან ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის მოტივით აქამდე მხარს უჭერდა ენმ-ს, უნდა იცოდეს, რომ ამ გუნდის ლიდერობით ჩვენ ვერც ივანიშვილის რეჟიმს დავამარცხებთ, ვერც ამ ჭაობიდან ამოვიყვანთ ქვეყანას და ვერც თავისუფლებისკენ გადავდგამთ ნაბიჯს.
ეს არის გუნდი, რომელსაც აღარ გააჩნია არც ფასეულობები და არც პრინციპები, ამიტომ, მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვინც საკუთარი პრინციპებისა და სიტყვის ერთგულია”, - ამბობს ბოკერია.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press