ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა, ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს საავტომობილო მოძრაობა",- ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
16 მაისს, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ...
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
Mana press