Foto

კიევში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

კიევში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით გაავრცელა.

მერის თქმით, აფეთქების მიზეზის დასადგენად ექსპერტები მუშაობენ.

"კიევის დნიპროს რაიონი. ღამის 3 საათის შემდეგ აფეთქება მოხდა. ჩვენ ვხედავთ დაზიანებულ სახლს. დაინგრა 6 ბინა. 2 ადამიანი გარდაიცვალა. ცოტა მოგვიანებით შეგვეძლება აფეთქების მიზეზებზე საუბარი. შეიძლება ეს იყოს გაზი - ველოდებით ექსპერტიზის შეფასებას“,- განაცხადა კლიჩკომ.

ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო და სამაძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.