რიკოთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გზების დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობა სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება.
"ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
მოძრაობა დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება",- ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რიკოთზე მოძრაობა ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსული მიწის შვავის გამო დღეს დილით შეიზღუდა.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press