Foto

უკრაინამ ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის დამაკავშირებელი ხიდი დაბომბა - რუსული მედია

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, უკრაინამ ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის დამაკავშირებელი ჩონგარის ხიდი დაბომბა.

ხიდის აფეთქების შესახებ წერს ოკუპირებული ხერსონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ სალდოც და აცხადებს, რომ წინასწარი შეფასებით, უკრაინამ თავდასხმისას ბრიტანული  Storm Shadow რაკეტები გამოიყენა. 

"კიევის ტერორისტებს სურთ ხერსონის მცხოვრებლების დაშინება, პანიკის დათესვა მოსახლეობაში, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ. ჩვენ ვახერხებთ ხიდების სწრაფად შეკეთებას. უახლოეს მომავალში აღდგება მანქანების გადასასვლელი",- წერს სალდო Telegram-ზე.

რუსული მედიის ცნობით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.